
როგორ ვმუშაობთ?
1️⃣ გვიგზავნით მოთხოვნას – მიუთითეთ დეტალები იმ ფაქტების შესახებ, რომლებიც საჭიროებს კონსტატაციას.
2️⃣ ადგილზე ვიზიტი – ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ და შეგითანხმდებათ ვიზიტის ზუსტ დროზე.
3️⃣ ანგარიშის მომზადება – გიმზადებთ წერილობით ანგარიშს 3-10 დღის ვადაში.
4️⃣ მიწოდება – ოფიციალურ ფორმატში მომზადებულ ანგარიშს ჩაიბარებთ შესაბამის ვიდეო-ოქმთან ერთად.
რატომ ჩვენი სერვისი?
✅ იურიდიულად გამართული ანგარიშები – პროფესიონალურად დოკუმენტირებული ფაქტები სასამართლოსთვის წარსადგენად.
✅ ვიდეო მტკიცებულება – გააძლიერე შენი საქმე ვიზუალური მტკიცებულებით.
✅ ობიექტური და დამოუკიდებელი – მიკერძოების გარეშე, მხოლოდ ფაქტების კონსტატირება.
✅ სწრაფი და ეფექტური სერვისი – ჩვენ მომენტალურად ვრეაგირებთ თქვენს გამოძახებებზე.
ზოგიერთი გამოყენების მაგალითები:
- ქირავნობის/იჯარის დავები
📌 მაგალითი: მესაკუთრე აცხადებს, რომ მოიჯარემ დააზიანა ბინა. მოიჯარე ითხოვს ფაქტების კონსტატირებას ამჟამინდელი მდგომარეობის დასასაბუთებლად. - სახელშეკრულებო დავები
📌 მაგალითი: მიმწოდებელი ვერ აწვდის საქონელს დროულად. მხარე ითხოვს ფაქტების კონსტატირებას, რათა დაფიქსირდეს ადგილზე საქონლის მიწოდების არარსებობა დათქმულ დროს. - შრომითი გარემო:
📌 მაგალითი: თანამშრომელი აცხადებს რომ სამუშაო პირობები არ არის უსაფრთხო. ფაქტების კონსტატირება დაგეხმარებათ ცვლადის ფიქსაციაში სამართლებრივი რეაგირების განხორციელებამდე. - სამშენებლო და უძრავი ქონების საკითხები
📌 მაგალითი: მშენებელი არღვევს კანონით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, მოსახლეობა იძახებს პოლიციას დასაოქმებლად. მათი დაგვიანებული რეაგირება კი შესაძლებლობას აძლევს მშენებელს შენიღბოს საკუთარი უკანონო საქმიანობა. ფაქტის კონსტატირება დაგეხმარებათ მტკიცებულებების მოგროვებაში. - საავტომობილო შემთხვევები
📌 მაგალითი: მოხდა ავარია, რომელიც გამოწვეულია მერიის მიერ ნიშნების განუთავსებლობით, საზედამხედველო, ინფრასტრუქტურული თუ სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობით თქვენ კი გსურთ ფაქტის კონსტატირება შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ ფაქტის კონსტატაციის სერვისი გამოძახების დღეს.
სერვისის მისაღებად გამოიყენეთ შესაბამისი განცხადების ფორმა.