ფაქტების კონსტატაციის სერვისის გამოყენების მაგალითები 1

სერვისი: ფაქტების კონსტატაცია

🧾 პრაქტიკული მაგალითი 1: იჯარის ხელშეკრულება

წარმოიდგინეთ, რომ ხართ კომერციული ფართის მესაკუთრე და აპირებთ ფართის გაქირავებას.
ქირავნობის დაწყებამდე ფაქტების კონსტატაციის მომსახურებით სარგებლობით, შეგიძლიათ ოფიციალურად დააფიქსიროთ ფართის მდგომარეობა.

👉 ამის შედეგად:

  • იჯარის ვადის ამოწურვისას, შესაძლო ზიანის იურიდიული დადასტურება იქნება მარტივი და სამართლებრივად დასაბუთებული.
  • ნებისმიერ დავაში, გაქვთ სარწმუნო დოკუმენტი ფართის საწყისი მდგომარეობის დასადასტურებლად.

ასევე შესაძლებელია სერვისის გამოყენება იჯარის დასრულების მომენტშიც — იქნება ეს ვადის ამოწურვა თუ ხელშეკრულების შეწყვეტა დავის გამო.

📌 სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ერთ-ერთი მხარის ინიციატივით, ასევე შეთანხმების საფუძველზე ორივე მხარის მონაწილეობით

🧾 პრაქტიკული მაგალითი 2: მშენებლობა

თუ თქვენ იწყებთ ან ასრულებთ მშენებლობას — იქნება ეს საცხოვრებელი სახლი, კომერციული ობიექტი თუ მცირე განაშენიანება — შეგიძლიათ დააფიქსიროთ:

  • მიწის ნაკვეთის საწყისი მდგომარეობა,
  • უკვე შესრულებული სამშენებლო სამუშაოები,
  • გამოყენებული მასალები ან ინფრასტრუქტურული ელემენტები.

👉 ეს ხელს უწყობს დავების თავიდან არიდებას მეზობლებთან, კონტრაქტორებთან ან მომწოდებლებთან.

🧾 პრაქტიკული მაგალითი 3: სამეზობლო კონფლიქტები

სამეზობლო დავა, წყალი ჩამომიშვა

თუ მეზობლის ქმედება აზიანებს თქვენს ქონებას — მაგალითად, წყლის გაჟონვა; ღობე, რომელიც თქვენს ნაკვეთს არღვევს, ხმაური ან სხვა სახის დისკომფორტი — შეგიძლიათ გამოიყენოთ ფაქტების კონსტატაციის სერვისი ამ ზიანის დოკუმენტურად დასაფიქსირებლად.

👉 თქვენ შექმნით მტკიცებულებას, რომელიც მოემსახურება სამართლებრივი დავის დაწყებას ან პრევენციას.

🧾 პრაქტიკული მაგალითი 4: საცხოვრებელი ფართის ჩაბარება/მიღება

თუ ბინას ყიდით, ყიდულობთ ან აქირავებთ, სასურველია დააფიქსიროთ ბინის მდგომარეობა:

  • ტექნიკური მოწყობილობების მდგომარეობა,
  • ავეჯის მდგომარეობა,
  • კედლები, იატაკი და სხვა ზედაპირები.

👉 ეს იცავს როგორც მყიდველის/გამყიდველის,ასევე დამქირავებლის/გამქირავებლის ინტერესებს.

🧾 პრაქტიკული მაგალითი 5: დამქირავებლის ნივთები

თუ თქვენმა დამქირავებელმა თვითნებურად დატოვა ბინა და დატოვა საკუთარი ნივთები, ამ ნივთების სახლიდან გამოტანამ შესაძლოა გარკვეული სამართლებრივი რისკები შეგიქმნათ მომავალში: დამქირავებელმა შესაძლოა გიჩივლოთ, რომ მას სახლში ძვირფასი ნივთები ან ფული ჰქონდა შენახული, რომელიც დაიკარგა.

👉 ფაქტების კონსტატაციის სერვისი თქვენი დაზღვევის საშუალება იქნება იმის ასაღწერად ზუსტად რა არის განთავსებული სახლის თითოეულ უჯრასა და კუთხეში.

📩 ელფოსტა: mtkicebuleba123@gmail.com
📞 ტელეფონი: 551 198 899

Leave a comment

რა მტკიცებულება გჭირდება?

ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ფაქტის დაფიქსირება, რომელიც მიგაჩნიათ რომ მტკიცებულებად გამოგადგებათ პარტნიორებთრან, კონტრაქტორებთან, მოვალეებთან, სასამართლოსთან თუ ნებისმიერ უწყებასთან ურთიერთობაში.


გამოიწერე

გამოიწერე სიახლეები კომპანიის და სერვისების შესახებ.